2010 წლის 21 ივლისს შპს „მენეჯმენტის სისტემების“ ოფისში გაიმართა სემინარი – თემაზე „საერთშორისო სტანდარტების მნიშვნელობა და უპირატესობა სამედიცინო და ფარმაცევტულ ბიზნესში“. სემინარს უძღვებოდა TÜV SÜD AG შვილობილი კომპანიის CLEANCERT-ის მმართელი დირექტორი დოქტორი ჰორს ვაისიკერი, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია სუფთა ოთახების ტექნოლოგიების შესახებ, ასევე განიხილეს საკითხები საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების შესახებ, როგორც საავადმყოფიოებში ასევე ლაბორატორიებში.