2011 წლის 21 – 23 მარტს საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია გერმანული ტექნიკური ზედამხედველობის საზოგადოების TÜV SÜDDEUTCHLAND ჰოლდინგის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე კერძო კომპანიებთან. შეფასდა ჰოლდინგის ათწლიანი საქმიანობა საქართველოში და დასახულ იქნა შემდგომი თანამშრომლების შესაძლებლობები. სტუმრებმა მოინახულეს TÜV SÜD Management Service GmbH–ის მიერ სერტიფიცირებული რამდენიმე კომპანია, მათ შორის „ქართული ფოლადი“ და „ბაგრატიონი 1882“.