2010 წლის 15 ივნისს შპს „მენეჯმენტის სისტემების“ ოფისში გაიმართა სემინარი თემაზე “სურსათის უვნებლობის საკითხები საქართველოსა და ევროპაში”. სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლეთაც მონაწილე კერძო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს აღნიშნულ სფეროში დღეს არსებულ სიტუაცია, ასევე განმარტეს ქვეყანაში სურსათზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის საკითხი და ამ სფეროში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
როგორც ცნობილია, “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვების პროდუქტებზე კონტროლი 2011 წლიდან გამკაცრდება. სიახლე შეეხება საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ საწარმოს, რომლებიც ჩართულნი არიან სასურსათო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში. მონიტორინგი დაწესდება კვების ობიექტებზეც. მცირე დარღვევების შემთხვევაშიც კი საწარმოებს სპეციალური სანქციები დაეკისრებათ.