ENG



კონტაქტი:

ტელ: (+ 995 32) 2 14 73 73

info@managementsystems.ge

სიახლეები


ბიზნეს ტრენინგების და კონსულტაციის ცენტრი არის ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შპს „მენეჯმენტის სისტემების“ პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც კომპანიებს სთავაზობს საინტერესო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე.
დაწვრილებით

პროფი–კონი - ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალური სერვისის მიწოდებას სუფთა ოთახების, საავადმყოფოების სუფთა ოთახებისა და სუფთა ოთახების წარმატებული მენეჯმენტის სფეროში, სამედიცინო, ბიო, გენური ინჟინერიის, ფარმაციის ინდუსტრიის სფეროში სტერილურობის შენარჩუნებას.
დაწვრილებით

2011 წლის 2-4 მაისს GIZ–ის პროექტის მიერ ორგანიზებული ტრეინინგის ფარგლებში მოხდა შპს „მენეჯმნეტის სისტემების“ კონსულტანტების გადამზადება GlobalGAP–ის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
დაწვრილებით





 სანიტარულ–ჰიგიენური მოთხოვნების შესახებ ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით 2015 წლის 28 მარტს ასოციაციის წევრი კომპანიებსთვის სანიტარულ–ჰიგიენური მოთხოვნების შესახებ ერთღიანი ტრენინგი ჩატარდა. 
ტრენინგი „სანიტარული-ჰიგიენის მოთხოვნები სურსათის წარმოების პერსონალისთვის - ISO/TS 22002.1 - საბაზისო პროგრამები“ ასოციაციის წევრმა კონსალტინგურმა კომპანიამ „მენეჯმენტის სისტემებმა“ განახორციელა.


სწავლების მიზანი იყო პროდუქტის ჰიგიენა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და მათი შესრულების ინსტრუქციები. აღნიშნული ტრენინგი ეხმარება სუფთა ზონის პერსონალს გამოიმუშავებს და დახვეწოს პროდუქტის დამზადების და მიწოდების ჰიგიენის საჭირო უნარ-ჩვევები სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით. 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 25.06.2010 წლის №173 დადგენილებით განისაზღვრა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესი, რომელიც ადგენს ზოგად ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ და ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. ამავე დადგენილებით განსაზღვრულია ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი. 


მიზნობრივი ჯგუფი, რომელზეც ვრცელდება დადგენილების მოთხოვნები არის სურსათის პირველადი დამუშავების და გადამამუშავებელი საწარმოების, იმპორტიორის, სადისტრიბუციო, სასაწყობე-სამაცივრე ორგანიზაციების, რესტორნების, სასტუმროების, კვების ობიექტების, ჰიპერმარკეტების და მცირე სარეალიზაციო ქსელების სუფთა ზონაში მომუშავე ყველა თანამშრომელი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

შექმნილია საათეკი-ს მიერ